ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ავიაიერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური და უმაღლესი თანამდებობის პირები დაიღუპნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ბრიგადის გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადეჰი დაიღუპა.

სამხედროების ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების უმაღლესი თანამდებობის პირები მასთან ერთად დაიღუპნენ, როდესაც ისინი მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრში შეიკრიბნენ ისრაელზე თავდასხმისთვის მოსამზადებლად.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამეთაურო ცენტრს ავიაგამანადგურებლებით შეუტიეს.

სამხედროების ცნობით, დაღუპულ მაღალჩინოსნებს შორის იყვნენ ირანის რევოლუციური გვარდიის დრონებისა და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მეთაურები.

აღნიშნულია, რომ ირანის მიერ ისრაელზე გასული წლის აპრილსა და ოქტომბერში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლები სწორედ ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალები იყვნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობითვე, ოფიციალური პირები ასევე ხელმძღვანელობდნენ 2019 წელს საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტებზე დრონებით თავდასხმას.

„ჰაჯიზადეჰმა ბოლო წლებში არაერთხელ საჯაროდ აღუთქვა ერთგულება ისრაელის განადგურების იდეას და ცენტრალური როლი ითამაშა ისრაელის განადგურების გეგმის შემუშავებაში“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

პასუხად ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი განადგურებულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749844729

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს: რეჟიმმა არ იცის, რა დაატყდა თავს, ან რა დაატყდება - ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი

ირანელი ხალხისადმი მიმართავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, „ადგნენ და გააგონონ თავიანთი ხმა“ და განაცხადა, რომ ისრაელის ბრძოლა არა მათ წინააღმდეგ, ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1749843533

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი საზარელი ქმედებებისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გაბედა რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მიმართულებით“. „...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი:

1749842582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...

საქართველოს საგარეო უწყება

1749842428

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...

ისრაელის ოფიციალური პირი

1749840493

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა

მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...

ისრაელიისრაელი