იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს

იტალიის კათოლიკური ეკლესია ბოდიშს უხდის მშობლებს ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადების გამო, რომელმაც ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს, - ამის შესახებ quotidiano.net წერს.

გასულ კვირას, ეპისკოპოსმა ანტონიო სტალიანომ, რელიგიურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სანტას წითელი ტანსაცმელი მხოლოდ Coca-Cola-ს მიერ შერჩეული იმიჯია, რასაც მშობლების აღშფოთება მოჰყვა.

საეკლესიო პირები განმარტავენ, რომ მას მხოლოდ შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ხაზგასმა სურდა.

მისივე თქმით, მსგავსი კომენტარებიი მიზნად ისახავდა წმინდა ნიკოლოზის ისტორიის ხაზგასმას, რომელიც ღარიბებისთვის საჩუქრების გადაცემითაა ცნობილი და თოვლის ბაბუის ფიგურის საწყისი შთაგონების წყარო იყო.

„პირველ რიგში, ეპისკოპოსის სახელით გამოვხატავ მწუხარებას ამ განცხადების გამო, რომელმაც იმედგაცრუება გამოიწვია პატარებში და მინდა დავაკონკრეტო, რომ სტალიანოს განზრახვები სრულიად განსხვავებული იყო“, - დაწერა, მეუფე პაოლინომ ეპარქიის ფეისბუკ გვერდზე.

ამასთან, პაოლინომ განმარტა, რომ ეპისკოპოსს სურდა,  ბავშვები დაფიქრებულიყვნენ "შობის მნიშვნელობაზე".

გაზეთ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეპისკოპოსმა თქვა, რომ მას არ უთქვამს ბავშვებისთვის, თითქოს სანტა არ არსებობდა, მაგრამ საჭირო იყო "სცოდნოდათ განასხვავება რეალურსა და არარალურს შორის".

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზის განმუხტვაში მართლაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება - რომან გოცირიძე

🔵ტრაგედია იტალიაში - არიან დაშავებულები და გარდაცვლილები (ვიდეო)

🔵უმაღლეს დონეზე შემიძლია ემოციების კონტროლი - თაკო ჩარკვიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791982196

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...

გურამ მაჭარაშვილი

1791980295

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...

დიმიტრი სამხარაძე

1791977521

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე

„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...

ირაკლი ქადაგიშვილ

1791976016

საზოგადოება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...

პოლიტიკოსი

1791975355

საზოგადოება

თორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით

თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...

თორნიკე ფაღავა