ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას - ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს

ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ მას სურს აყვავებული ევროპის ხილვა, რომელიც პატივს სცემს თავის ხალხს.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ევროპასთან ბევრი საერთო გვაქვს. დიახ, ევროპელები ხანდახან მაღიზიანებენ და მათთან გარკვეულ საკითხებზე არ ვთანხმდები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებამდე მიგვიყვანა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები - ეს ყველაფერი პოლიტიკურ უთანხმოებებს მიღმა გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„მაგრამ ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას. ისინი ვერ ახერხებენ ან არ სურთ თავიანთი საზღვრების კონტროლი. ხედავთ, რომ [ახლა] ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და ეს კარგია. ხედავთ, რომ ისინი იწყებენ საკუთარი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. მე მინდა, რომ ევროპა აყვავებული იყოს, მინდა, რომ ის იყოს მნიშვნელოვანი მოკავშირე, და ამის ნაწილი არის ის, რომ ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს“, - დასძინა ჯეი დი ვენსმა.
1742044394
მსოფლიოკანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ მესამეს, ასევე მის მემ...
1742042800
ახალი ამბებიმიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრ...
1742042699
მსოფლიოსერბეთში მანქანა საპროტესტო აქციაში შევარდა - არიან დაშავებულები
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ავტომობილი სტუდენტების აქციაში შევარდა. დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. 50 წლის მძღოლი დაკავებულია. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სერბეთ...
1742039993
ახალი ამბებიკახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღარ უხელმძღვანელებს
საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას კახი კახიაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამგეობის სხდომაზე პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რიგგარეშე არჩევნები 3 აპრილს გაი...
1742038945
ახალი ამბებიე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა
ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფ...