ლევან დავითაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიაა მთელი ევროპისთვის

„ვფიქრობ, შეგვიძლია სრული მანდატი მივცეთ ფლაგმანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გარანტიას მისცემს მთელ ევროპას და ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ან კასპიის რეგიონის ქვეყნების ინტერესებშია, არამედ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია მთელი ევროპული კონტინენტის გრძელვადიანი მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ქალაქ ბუდაპეშტში, მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს, უნგრეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის და ბულგარეთის მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.

„ჩვენი გუნდის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანებია, მათ შორის ერთ-ერთია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დასრულება და გვყავს იტალიური საკონსულტაციო კომპანია, მათი ძალისხმევით სწრაფად მივდივართ წინ. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ხელმისაწვდომი იქნება და გადავალთ პრაქტიკული განხორციელების ფაზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მინისტრმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თითოეულ მონაწილე ქვეყანას აქვს ენერგეტიკის ხელშეწყობის ყოვლისმომცველი დღის წესრიგი და საქართველოც ამის ნაწილია.

„ჩვენ ენერგეტიკის სექტორში ვახორციელებთ მნიშვნელოვან მხარდაჭერის სქემებს განახლებადი ენერგიის, ქარის, მზის და ჰიდროენერგიის მიმართულებით. გვქონდა ორი კონკურენტული აუქციონი კერძო დეველოპერებისთვის CFD მექანიზმის მინიჭებისთვის, შემდეგ ეს გავაფართოვეთ კერძო დეველოპერებთან პირდაპირი მოლაპარაკებებით მათთვის, ვისაც შეუძლია ინვესტირება რეალურ ენერგეტიკულ პროექტებში. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 10 000 მეგავატი პოტენციური განახლებადი ენერგიის პროექტი გვაქვს, რაც მნიშვნელოვანი სიმძლავრეა - მისი გამოყენება შეიძლება ადგილობრივი მოხმარებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება მისი გამოყენება ჩვენს ფლაგმან პროექტში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ ქვეყნებშიც და მისი შეფასებით, ეს ეხმარება შეუფერხებელ ენერგეტიკულ გადასვლასა და მდგრადად განვითარებას, რათა დაკმაყოფილდეს როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესის მოლოდინები და გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებადმა ენერგეტიკულმა ფასებმა გააძლიეროს და უფრო კონკურენტული გახადოს პროექტის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკა.

„ეს არის ამ პროექტის საბოლოო მიზანი, ამიტომ ყოველდღიურად ვართ კოორდინაციაში და ვმართავთ მმართველი კომიტეტის მაღალი დონის შეხვედრებს, რომ ეს პროექტი საუკეთესო და ყველაზე ეფექტიანი გზით განხორციელდეს. რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია ბოჭკოვანი ოპტიკური კავშირებიც და ეს იქნება ჩვენ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას და ასევე ყველა პარტნიორ ქვეყანას, დაინტერესებულ მხარეებსა და მედიას მწვანე ენერგეტიკული გადაწყვეტილებების გაუმჯობესებისა და თანამშრომლობის გაძლიერებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.

მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ჟეჩო სტანკოვი. საქართველოს მხრიდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები

1741709887

ახალი ამბები

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა

 მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...

მეტეხის ხიდი

1741708702

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს. მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები

ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა...

 ირაკლი კირცხალია