მასკი აცხადებს, რომ USAID ბიოლოგიური იარაღის კვლევებს აფინანსებდა

იცით თუ არა, რომ USAID, თქვენი გადასახადებიდან დოლარების გამოყენებით, აფინანსებდა ბიოლოგიური იარაღის კვლევებს, მათ შორის COVID-19-ს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა? - წერს აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მან გააზიარა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლის პოსტი, რომელშიც ის USAID-ს „აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფიქციურ ორგანიზაციას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ სააგენტომ 53 მილიონი დოლარი გადარიცხა EcoHealth Alliance-ში, რომელმაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოიყენა ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიაში კორონავირუსების კვლევების მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, მასკმა გააზიარა მრავალი ტვიტი, რომლებშიც მომხმარებლები მხარს უჭერენ USAID-ისთვის დაფინანსების შეწყვეტის განზრახვას და სააგენტოს უწოდებენ „ისტორიაში ყველაზე გიგანტურ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციას“.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738598102

საქართველო

ლევან მაჭავარიანი: აშშ-ის საელჩო არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ პრიორიტეტებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელიც მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხება. „...

ლევან მაჭავარიანი

1738597129

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნ...

მაკა ბოჭორიშვილი

1738594693

საქართველო

გიორგი გამსახურდია: ლიბერალფაშისტი ოპოზიცია ღიად გადავიდა პრეზიდენტ ტრამპის და ილონ მასკის ლანძღვაზე. ამ ჯერზე სოროსის გამოზრდილი დ.დარჩიაშვილის და პუტჩისტი, დსთ-ში საქართველოს ძალით შეთრევაზე ხელმომწერი გ.ბარამიძის სახით

უზნეო, უსამშობლო, ლგბტ პროპაგანდის გამავრცელებელი ლიბერალფაშისტი ოპოზიცია, ღიად გადავიდა თავისი ლიდერებიანად, პრეზიდენტ ტრამპის და ილონ მასკის ლანძღვაზე, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია. გიო...

გიორგი გამსახურდია

1738593249

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ხალხი ათწლეულებით უსწრებს მთელ მსოფლიოს - მათ შორის აშშ-სა და ევროპას - დრონების ტექნოლოგიით და სხვა ინოვაციებით

ვისურვებდი, რომ მარკო რუბიო უკრაინაში ჩავიდეს. ვფიქრობ, მან ნამდვილად უნდა ნახოს, რა გააკეთა რუსეთმა. მან განაცხადა, რომ ომმა უკრაინა ასი წლით უკან დააბრუნა. ვფიქრობ, ეს განცხადება კითხვებს აჩენს, - ა...

უკრაინის პრეზიდენტი

1738591662

ახალი ამბები

პაპუაშვილი: როცა ძალადობას მშვიდობას ეძახის ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას, თუ მშვიდობაა მაგისტრალების გადაკეტვა, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ თავიანთ ავტობანებზე

„პოლიციის ამოცანაა, დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას, სწორედ ეს გააკეთა პოლიციამ გუშინ. როცა არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭიროა საპოლიციო ძალის გამოყენება, რომ მოხდეს შეკავება. როდესაც ძალადობას ე...

პაპუაშვილი შალვა