„მხოლოდ არამზადას შეუძლია ასე მოქცევა, საჭიროა ძლიერი პასუხი მსოფლიოსგან“ - ზელენსკი სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 აპრილის დილას ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა.
„მტრის რაკეტები მოხვდა ჩვეულებრივი ქალაქის ქუჩას, ჩვეულებრივ ცხოვრებას: სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანქანებს ქუჩაში და ეს იმ დღეს, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის: ბზობის კვირას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე“, - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ არამზადას შეუძლია ასე მოქცევა.
„ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სერვისი მუშაობს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ომს აჭიანურებს.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი პასუხი მსოფლიოსგან - შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, მსოფლიოში ყველასგან, ვისაც სურს, ეს ომი და მკვლელობა დასრულდეს. რუსეთს სწორედ ასეთი ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ბალისტიკა და საჰაერო ბომბები მოლაპარაკებებს არასოდეს შეუჩერებია. ჩვენ გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
1744658282
სპორტიქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) ატაცში - ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატ...
1744656062
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება, შემდეგ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს
ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება და გახლეჩილი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს, რითაც...
1744653683
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მისცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაგანაცხადა, რომ მან რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მისცა. „პუტინს ცეცხლის შეწყვეტის ვადა მივეცი“, - განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის თარიღი არ დაუკონკ...
1744651954
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მზად ვართ, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი, შემდეგ კი ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მიერ განხილული საკითხებიდან, მდინარაძემ ყურადღება გაა...
1744650963
ახალი ამბებისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს მორიგი განცხადება გააცნო. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარ...