"მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან IT - სპეციალისტები, ბანკირები და სახელმწიფო მედიის თანამშრომლები" - ვითარება მოსკოვში

რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ბანკირები და სახელმწიფო მედიის თანამშრომლები.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილიზაციას არ დაექვემდებარებიან კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონკრეტული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ასევე იმისთვის, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია არ აისახოს რუსეთის ფინანსურ სისტემაზე.

გაწვევას არ დაექვემდებარებიან IT-სპეციალისტები, ტელეკომუნიკაციის სფეროში დასაქმებულები, ფინანსისტები, ასევე „სისტემატურად მნიშვნელოვანი“ მედიასაშუალებების თანამშრომლები.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპანიების ხელმძღვანელობამ უნდა წარადგინოს იმ დასაქმებულთა სიები, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადდა.

პუტინის ქვეყნის სათავეში ყოფნა ფორმალურად თუ არაფორმალურად, უკვე 22 წელს ითვლის. რუსეთის მთელ რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციები ოთხშაბათს, მისი გამოცხადების დღიდან დაიწყო. პირველივე დღეს ომის საწინააღმდეგო მიტინგები რუსეთის 38 ქალაქში გაიმართა. პოლიციამ 1 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა. ინფორმაციას რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვიც მაშინვე გაიზარდა. თვითმფრინავის ბილეთების საფასური ახლა მარტო ერთ მიმართულებაზე $5 000-ზე მეტია. 

ამავე თემაზე:

*გალკინის შემდეგ რუსი სამართალდამცავები ალა პუგაჩოვას პერსონით ინტერესდებიან

* reuters: რადიაციის საფრთხის გამო, პოლონეთი რეგიონულ სახანძრო განყოფილებებს იოდის აბებს ურიგებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744382160

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური: ჩვენ არ ვართ ჟამთააღმწერლები, რომ მხოლოდ შეშფოთება გამოვთქვათ. ჩვენ პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში

ჩვენ არ ვართ ჟამთააღმწერლები, რომ მხოლოდ შეშფოთება გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ დიდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკე და არაადამიანობა. ჩვენ პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმის...

ალუდა ღუდუშაური

1744381087

ახალი ამბები

გივი თარგამაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში გივი თარგამაძე გამოიკითხა. მან პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა. თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდ...

გივი თარგამაძე

1744381015

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელსაც ანტალია მეოთხედ მასპინძლობს, თუ...

პრემიერ-მინისტრი

1744380647

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მ...

მიხეილ ყაველაშვილი

1744379693

ახალი ამბები

ავარია ხელვაჩაურში - დაიღუპა 8 წლამდე ბავშვი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. 8 წლამდე ბავშვს ავტომობილი ქუჩაზე გადასვლისას დაეჯახა. მომხდარის შესა...

აა