ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდა

ისრაელი ადასტურებს, რომ დაეთანხმა აშშ-ის წინადადებას ირანთან ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა „ძლიერად უპასუხებს“ ზავის ნებისმიერ დარღვევას. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრი შეხვდა კაბინეტს, თავდაცვის მინისტრს, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს და „მოსადის“ ხელმძღვანელს, რათა „მოეხსენებინა, რომ ისრაელმა მიაღწია ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ყველა მიზანს და ბევრ სხვას“.
„ისრაელმა ორმაგი, უშუალო საფრთხე მოხსნა - როგორც ბირთვული, ასევე ბალისტიკური რაკეტების სფეროებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის ცაზე სრული საჰაერო კონტროლი დაამყარა, სამხედრო ხელმძღვანელობას სერიოზული ზიანი მიაყენა და ირანის ათობით ცენტრალური სამთავრობო სამიზნე გაანადგურა“.
განცხადებაში ასევე პირველად გაჟღერდა, რომ კიდევ ერთი წამყვანი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა.
„ბოლო დღის განმავლობაშიც კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს, გაანადგურეს რეჟიმის ჩაგვრის აპარატის, „ბასიჯის“ ასობით აგენტი და მოკლეს კიდევ ერთი წამყვანი ბირთვული მეცნიერი“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ოპერაციის მიზნების მიღწევისა და პრეზიდენტ ტრამპთან სრული კოორდინაციით, ისრაელი დათანხმდა პრეზიდენტის წინადადებას ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ ისრაელი „ძლიერად უპასუხებს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“.
1750754719
ახალი ამბებიპარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. „ვულოცავთ ბატონ გიორგის, ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ს...
1750754098
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ბრიუსელი საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, მისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა
ბრიუსელი, საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, პარალელურად ამბობს, რომ ქართველი ხალხი მათთვის მნიშვნელოვანია და მათი დასჯა არ უნდათ. ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი არა ს...
1750753630
საზოგადოებაგელა გელაძე: დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი
დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ბრიფინგ...
1750753248
საზოგადოებასოზარ სუბარი: ფასდაუდებელია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც შეძლეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთა დეტალური აღწერა და საკუთრების უფლების აღდგენისათვის დაუღალავი ბრძოლა
საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი. როგორც მან კომისიი...
1750753199
ახალი ამბებისასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე აეკრძალ...