NYP: ტრამპის გარემოცვა ფიქრობს, რომ ზელენსკიმ უკრაინა სასწრაფოდ უნდა დატოვოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობრების სია თეთრ სახლში იკლებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში დაძაბულობის ესკალაციის გამო. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორ ლიდერს შორის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ამ კვირაში ღია მტრობაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუარესება მოულოდნელად გამოიყურება, თეთრი სახლის დისკუსიების შესახებ ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა: „ეს ჩემთვის სიახლე არ არის. თვეების წინ გავიგე, რომ არჩევნებისა და ახალი ხელმძღვანელობის დროა“.
ტრამპთან დაახლოებული მეორე წყარო ეთანხმება ამ შეფასებას და ვარაუდობს, რომ „საუკეთესო ვარიანტი [ზელენსკისთვის] და მსოფლიოსთვის იქნება მისი დაუყოვნებლივ წასვლა საფრანგეთში“.
იმავდროულად, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ მას არ მოსწონს ზელენსკი, რადგან ის „ეკლესიებს კრძალავს“.
თეთრ სახლში უკრაინის ყოფილმა დამცველებმა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაიკ უოლცმა, გაიზიარეს ტრამპის შეხედულებები ზელენსკის გაკრიტიკებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი უთქვამთ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე.
„აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები აჩვენებს, რომ მას სურს, არჩევნები უკრაინაში რაც შეიძლება მალე ჩატარდეს და ზელენსკი შეცვალოს ვინმემ, ვისაც მოლაპარაკებების წარმართვა უფრო შეუძლია. ეს შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ტრამპი და მისი მოკავშირეები ენდობიან: სამხედრო ლიდერი, ან ბიზნესმენი“, - აღნიშნავს გამოცემა.
ამავდროულად, წყაროების თქმით, არ არსებობს აშკარა კანდიდატი, რომელსაც ტრამპი ამჯობინებდა.
1740164718
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრებმა თბილისში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური...
1740163462
ახალი ამბებიშსს-მ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შსს-მ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენ...
1740159946
ახალი ამბებითბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 20 წლის ბიჭი, მას ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. ის თანატოლებმა ერთ-ერთი მეგობრის სახლში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დ...
1740158817
მსოფლიოტრამპი: პუტინს შეთანხმების დადება სურს, თუმცა მას ეს არ სჭირდება, რადგან რომ ნდომებოდა, მთლიანად უკრაინას მიიღებდა
პუტინს შეთანხმების დადება სურს, თუმცა მას ეს არ სჭირდება, რადგან რომ ნდომებოდა, მთლიანად უკრაინას მიიღებდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „მე არ ვცდილობ პუტინი უფრო კარგი ან უკეთესი...
1740156601
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....