რუსეთის საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ ისრაელის სამხედრო ქმედებას ირანის წინააღმდეგ, რაც გაეროს წესდების დარღვევაა

რუსეთი უკიდურესად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში არსებული სახიფათო ესკალაციით და მკაცრად გმობს ისრაელის სამხედრო ქმედებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც TASS-ი აქვეყნებს.
„ჩვენ გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის სახიფათო ესკალაციის გამო. მკაცრად ვგმობთ 13 ივნისის ღამეს ისრაელის სახელმწიფოს სამხედრო ქმედებას, რომელიც არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს.
გაეროს სუვერენული წევრი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქებისა და ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია. საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია, გულგრილი იყოს ასეთი სისასტიკის მიმართ, რომელიც ანგრევს მშვიდობას და ზიანს აყენებს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მოსკოვი მტკიცედ მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული პრობლემის მოგვარება სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლებელია და მისი გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ რა ახსნა-განმარტებებიც არ უნდა ჰქონდეთ ირანზე თავდასხმის დამგეგმავ, შემმუშავებელ და განმახორციელებელ პირებს, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულ შეთანხმებას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და მისი მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
პასუხად ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი განადგურებულია.
1749842582
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას
ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...
1749842428
მსოფლიოისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის
ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...
1749840493
მსოფლიოისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა
მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...
1749839466
მსოფლიომედია: ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს - აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში
ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭ...
1749837185
მსოფლიონეთანიაჰუ: ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება
ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „საფასურთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ საფასური იქნება და ჩვენ ვცდილობთ მის შემცირებას...