საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, BBC იტყობინება.

შაბათს, პარიზში, დემონსტრანტებთან შეტაკების დროს გადაღებულმა ფოტომ, რომელზედაც ჩანს ფეხზე ცეცხლმოკიდებული პოლიციელი, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ეს შემთხვევა საფრანგეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომლის დროსაც დემონსტრანტებიც დაშავდნენ.

პოლიციელმა, რომელმაც კოჭის არეში დამწვრობა და ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ გამოყენებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობა „განსაკუთრებით დახვეწილი“ იყო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ პოლიციის კორდონის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლა, მისი შეფასებით, „მკვლელობის მცდელობაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველები დამნაშავეების იდენტიფიცირებასა და დაკავებაზე მუშაობენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793596258

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ნოემბერს საქართველოში

30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი ამინდი

1793566520

მსოფლიო

ფრანკფურტში აქციების დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 54 ადამიანი

 გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა...

აფეთქება

1793562589

მსოფლიო

კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობას ასახელებს

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედიაიტყობინება. პესკოვის განცხადებით,...

კრემლი

1793557306

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება, მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა უნდა შემოწმდეს

 ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1793553417

ახალი ამბები

თელავში კაცმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, შემდეგ კი შვილზე იძალადა ფიზიკურად - წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძა...

შსს შსს