სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემებში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ჯგუფურად იყვნენ ჩართულნი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი", „მდმა", „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793597525

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში

„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1793596258

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ნოემბერს საქართველოში

30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი ამინდი

1793566520

მსოფლიო

ფრანკფურტში აქციების დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 54 ადამიანი

 გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა...

აფეთქება

1793562589

მსოფლიო

კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობას ასახელებს

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედიაიტყობინება. პესკოვის განცხადებით,...

კრემლი

1793557306

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება, მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა უნდა შემოწმდეს

 ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრ...

ნიკოლოზ მეტრეველი