სიიარტო უკრაინას „დრუჟბას“ ნავთობსადენზე დარტყმაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინა რუსეთის ბრიანსკის ოლქში „დრუჟბას“ ნავთობსადენის „მნიშვნელოვან გამანაწილებელ სადგურზე“ შეტევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
სიიარტოს თქმით, „უკრაინამ ღამით რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე „დრუჟბას“ ნავთობსადენის მნიშვნელოვან გამანაწილებელ სადგურზე დრონით დარტყმა განახორციელა“.
„ამჟამად უნგრეთი უკრაინის ელექტროენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელია და ჩვენ გარეშე უკრაინის ენერგოუსაფრთხოება ძალიან არასტაბილური გახდება. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია უკრაინის მიერ „დრუჟბას“ მილსადენზე განხორციელებული ბოლო დარტყმა, რომელიც უნგრეთს ნედლი ნავთობით ამარაგებს და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - დაწერა მან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა უკრაინას, „არ შეუქმნას საფრთხე უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შეწყვიტოს უნგრეთის ენერგომომარაგების მარშრუტებზე თავდასხმა ომში, რომელთანაც ჩვენ, უნგრელებს, არაფერი გვაქვს საერთო“.
1755106670
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ბერლინში ირაკლი კუპრაძის, ბერდია სიჭინავას და გიორგი გახარიას შეხვედრაზე: ეს შეხვედრა არის ძალების გაერთიანებისთვის - ვინ უფრო უკეთესად მოემსახურება მთავარ ამოცანას, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაზიანდეს და გაეხვიოს შარში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ. ამ საკითხზე კომენტარ...
1755103763
მსოფლიოალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკის მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება სააკაშვილის მსგავსი დასასრული
ზელენსკის მომავალი როგორი იქნება, ეს მეათეხარისხოვანი საკითხია იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც უკრაინის წინაშე დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება მი...
1755101278
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და მადლობა მათ ასეთი შეხვედრების ორგანიზებისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარესთან გამართული შეხვედრები ჟურნალისტებთან შეაფასა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთ...
1755100973
ახალი ამბებიზუგდიდში ქალმა 45 წლამდე ქალი მოკლა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულიღონისძიებ...
1755098160
საზოგადოებამაკრონი: ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება განხილული
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ზელენსკის მიერ იქნება განხილული. „ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება გ...