The Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს. ეს ამ ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება. ინფორმაციას THE HILL-ი ავრცელებს.

ტრამპი აზიაში ვიზიტის ფარგლებში ფილიპინებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტს, ხოლო ჩინეთში APEC-ის სამიტს დაესწრება.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირებას განიხილავს. პრეზიდენტ ტრამპის აზრით, ბირთვული იარაღის გავრცელება ძალიან სახიფათოა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ოლივია უელსმა.

აშშ-ის მაღალჩინოსნის განცხადებით, შეხვედრის შედეგად რაიმე შეთანხმების ხელმოწერა მოსალოდნელი არ არის.

„ამ შეხვედრას დავახასიათებდი, როგორც საწყის ეტაპს - ამ ქვეყნების ლიდერებს შორის პირველ საუბარს. ვიმედოვნებ, რომ ეს საუბარი მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველი გახდება“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ირანის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უკრაინის საკითხის განხილვას არ აპირებს.

ტრამპმა ამ თვის დასაწყისში უკვე მიანიშნა, რომ პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრას გამართავდა, თუმცა შეხვედრის ჩატარება ოფიციალურად ახლა დადასტურდა. აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ ბოლო შეთანხმებას - „სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას“ (New START) - მოქმედების ვადა თებერვალში ამოეწურა.

ხელშეკრულების მოქმედება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხუთი წლით გახანგრძლივდა. იგი ზღუდავდა იმ განთავსებული სტრატეგიული ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი გამშვები დანადგარების რაოდენობას, რომელთა ქონაც აშშ-სა და რუსეთს შეეძლოთ. New START-ის ხელშეკრულების მოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება შეუძლებელი იყო, ამიტომ ტრამპს ახალი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.

„თუ ვადა ამოიწურება, ამოიწუროს. ჩვენ უკეთეს შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა იანვარში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794593972

საზოგადოება

სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა

სსფ-ს მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. მისიის დასასრულს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ფინანსური...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

1794592850

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია

დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794590530

სპორტი

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...

საბა ლაზიშვილ

1794588914

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი

ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...

პატრიარქი

1794586790

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...

შალვა პაპუაშვილი