ტრამპი: „მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა ამერიკა რუსეთთან სისხლიან ავანტიურაში ჩაითრია და ახლა ის ცდილობს ქვეყანა გამოყვანას ამ მდგომარეობიდან.
ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა.
„მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა ჩვენ რუსეთთან (და ყველა სხვასთან) სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია, მე კი ვცდილობ, ამერიკა იქიდან გამოვიყვანო. მილიონობით ადამიანი ტყუილად დაიღუპა და მათ არასდროს ნახავენ... მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, თუ ჩვენ რუსეთთან ომის დასრულების შეთანხმებასა და საბოლოო ხელშეკრულებას არ მოვაწერთ ხელს.
მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა. ის უბრალოდ არ მოხდებოდა. 100% არ მოხდებოდა. აგრეთვე არ მოხდებოდა ის, რაც ისრაელში [2023 წლის] 7 ოქტომბერს დატრიალდა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ძალის დემონსტრირებითა და სიამაყით მოხდებოდა, და ეს არ იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო დღე, ეს იქნებოდა სიდიადის მომენტი. ინფლაცია არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა, რომელიც ანგრევს ქვეყანას. გარდა ამისა, ჩვენ გვექნებოდა გაუვალი საზღვარი, სადაც ძალიან ცოტა არალეგალი შემოვიდოდა, - დასძინა ტრამპმა.
ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო ქვეყანაში არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა.
„და ის ხალხი, ვინც არჩევნები გააყალბა, უნდა ისხდნენ ციხეში! ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...
1741961295
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები
საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკ...
1741960243
სპორტი„მისი მისვლა გუნდსაც დაეტყო, სანახაობრივად საუკეთესო ფეხბურთს მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და პსჟ თამაშობენ“ - არველაძე
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ აჩი არველაძემ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. „მინდა, ხვიჩას წარმატება მივულოც, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ...
1741958617
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს სასამართლომ 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დი...
1741957727
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...