ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა

ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტს Air Force One-ის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იუწყება Reuters.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის „პაუზის“ მოხსნასთან ახლოსაა.
„ჩვენ თითქმის უკვე გავაკეთეთ ეს“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის დაზვერვის გაზიარების განბლოკვას.
როგორც სააგენტო წერს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება უკრაინასთან, როგორც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლის ნაწილი, რათა ეთანამშრომლა ტრამპთან რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან დადებით შედეგებს ელის. ამერიკელ ლიდერს სურს, დაადგინოს, არის თუ არა უკრაინა მზად, ომის დასრულების მიზნით, რუსეთის სასარგებლოდ მატერიალურ დათმობებზე წავიდეს.
„მჯერა, რომ ამ კვირაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერ-რიადში დელეგაციების შეხვედრის დროს წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმებაც განიხილება.
„ისინი ხელს მოაწერენ წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებას, მაგრამ მე მინდა, რომ მათ მშვიდობა სურდეთ. მათ ეს არ აჩვენეს ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა მან.
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...
1741596355
ახალი ამბები„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“ - შალვა პაპუაშვილი
„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...
1741595218
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე
„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხ...