ტრამპის თქმით, სი ძინპინმა მას უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში არ შეიჭრება, სანამ ის აშშ-ის პრეზიდენტია

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მას უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში არ შეიჭრება, სანამ ტრამპი თანამდებობას იკავებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ალასკაში მოლაპარაკებების დაწყებამდე განუცხადა, წერს Reuters-ი.

„გეტყვით, რომ თქვენ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ტაივანთან ძალიან მსგავსი რამ გაქვთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ვიდრე აქ ვარ, ეს რაიმე ფორმით მოხდება. ვნახოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

„მან მითხრა: „სანამ პრეზიდენტი ხარ, ამას არასდროს გავაკეთებ“. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეს მითხრა და მე ვუთხარი: „კარგი, ამას ვაფასებ“, თუმცა მან ასევე თქვა: „მაგრამ მე ძალიან მომთმენი ვარ და ჩინეთიც ძალიან მომთმენია“, - აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ ტაივანის თემა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში „ყველაზე მნიშვნელოვან და მგრძნობიარე საკითხად“ შეაფასა.

„აშშ-ის მთავრობამ უნდა დაიცვას ერთიანი ჩინეთის პრინციპი და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკე, გონივრულად მოაგვაროს ტაივანთან დაკავშირებული საკითხები და სერიოზულად დაიცვას ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები, მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა საელჩოს პრესსპიკერმა ლიუ პენგიუმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755340840

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძი...

ფინანსთა სამინისტრო

1755340750

მსოფლიო

ორბანი: მსოფლიო დღეს უფრო უსაფრთხო გახდა, ვიდრე გუშინ იყო

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიესალმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას ალასკაში და აღნიშნა, რომ ახლა „მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა“. ორბანის თქმით, კრემლის ხელმძღვანელსა და დონალდ...

ორბანი

1755339695

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

 გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია...

წვიმიანი ამინდი

1755337570

მსოფლიო

BBC: ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარში მონაწილეობას საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, პოლონეთს, ბრიტანეთის და ფინეთის ლიდერებიც იღებდნენ

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით დაურეკა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის...

კირ სტარმერი

1755335326

მსოფლიო

Axios: ტრამპმა ზელენსკის და ნატოს მოკავშირეებს განუცხადა, რომ პუტინს დროებით ზავს ცეცხლის სრული შეწყვეტა ურჩევნია

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში დროებითი ზავს ცეცხლის სრული შეწყვეტა ურჩევნია. ინფო...

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინი