ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი - ზ.ჯ. დააკავეს.
როგორც საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის მოპოვების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 800 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
1755337570
მსოფლიოBBC: ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარში მონაწილეობას საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, პოლონეთს, ბრიტანეთის და ფინეთის ლიდერებიც იღებდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით დაურეკა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხის...
1755335326
მსოფლიოAxios: ტრამპმა ზელენსკის და ნატოს მოკავშირეებს განუცხადა, რომ პუტინს დროებით ზავს ცეცხლის სრული შეწყვეტა ურჩევნია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში დროებითი ზავს ცეცხლის სრული შეწყვეტა ურჩევნია. ინფო...
1755335253
საზოგადოებაპარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა შუახევში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატად მოქმედი მერი ომარ ტაკიძე წარუდგინა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით,...
1755332881
საზოგადოებადავით ჭელიძე: ჩემი სამაჟორიტარო არეალი იქნება ძველი ნაძალადევი და ლოტკინის დასახლება, მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას
მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მნიშვნელოვანია, ეფექტიანად გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და დედაქალაქის ამ უძველესი რაიონის მოწესრიგება, - წერს სოციალურ ქსელში ძველი...
1755332733
საზოგადოებავალერიან პაპუაშვილი: ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგინო თბილისის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სანზონის დასახლების მცხოვრებთა საჭიროებები და მოთხოვნილებები ყველგან გაჟღერდება
ჩემთვის დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგინო თბილისის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სანზონის დასახლების მცხოვრებთა საჭიროებები და მოთხოვნილებები გაჟღერდება ყველგა...