პატრიარქი: როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ მკვლევართა რიცხვს გამოაკლდა დიდი მეცნიერი, დიდი პედაგოგი, დიდი განმანათლებელი, გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული დიდი პიროვნება, ბატონი რისმაგ გორდეზიანი
როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ მკვლევართა რიცხვს გამოაკლდა დიდი მეცნიერი, დიდი პედაგოგი, დიდი განმანათლებელი, გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული დიდი პიროვნება, ბატონი რისმაგ გორდეზიანი, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწმინდესი რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მის ოჯახს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს უსამძიმრებს.
„ფრიად ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის მიერ დაარსებულ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეროვნულ აკადემიას და მის მრავალრიცხოვან მოწაფეებსა და აღზრდილებს, ყველას, ვისთანაც იგი თანამშრომლობდა და ვისთვისაც ძვირფასია ამ შესანიშნავი ადამიანის ღვაწლი და შრომა.
მოხარული ვართ, რომ მას ბოლო წლებში ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოსთანაც.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რისმაგის სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ძალა მარადისობაში დასამკვიდრებლად ბატონი რისმაგისთვის ლოცვითი შეწევნისა“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
85 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი 13 აგვისტოს გარდაიცვალა.
1781027872
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამების დირექტორ დუმიტრუ ლატიჩევსკის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და დუმიტრუ ლატიჩევსკიმ მიმდინარე თანამშრომლობის...
1781026684
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებუ...
1781026053
ახალი ამბებისომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - პარტია „აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა
გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას „არმენპრესი“ სომხეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინე...
1781023664
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ძალაა, ურთიერთობის გასაღრმავებლად ნაბიჯებს მხოლოდ მივესალმებით
„ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი ძალაა. ამ ქვეყანასთან ურთიერთობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. დღევანდელი განცხადება ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესისა, რომელიც უკვე დაძრულია“, – ამის შ...
1781022103
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, კონგრესი აქტში მოყვანილ საკითხებზე დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება
„ჯო უილსონს საქართველოსთან მიმართებით გარკვეული ინტერესები აქვს, რომლებიც წლებია, მას მოჰყვება. შეიძლება, თავისი ხედვებიც აქვს, მაგრამ ამაში ეჭვი გვეპარება და საფუძველიც გვაქვს. კონგრესი აქტში მოყვანი...































