ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიზანია შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას, რომელთა შორის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების ზედამხედველი სააგენტოცაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს 7 ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორისაა სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ამავე ცნობით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აღნიშნული სააგენტოების ხელმძღვანელებს დაევალათ, გააუქმონ ყველა ფუნქცია, რომელიც არ არის კანონმდებლობით დადგენილი. ეს ასევე მოიცავს პერსონალის შემცირებას.
ტრამპის განკარგულება ეხება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც, „ამერიკის ხმის“ გარდა, აფინანსებს Radio Free Europe/Radio Liberty-ს და Radio Free Asia-ს. ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ეს მედიასაშუალებები მიზნად ისახავენ მსოფლიოში მიუკერძოებელი ახალი ამბების გავრცელებას.
რაც შეეხება სხვა სააგენტოებს, რომელთაც, ასევე, ეხება ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, ესენია: ფედერალური მედიაციისა და მორიგების სამსახური, რომელიც სამუშაოს შეწყვეტისა და შრომითი დავების პრევენციასა და გადაწყვეტაზე მუშაობს; ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრი; მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მომსახურების ინსტიტუტი, რომელიც აფინანსებს და მხარს უჭერს მუზეუმებს, ბიბლიოთეკებსა და არქივებს; უსახლკარობის საკითხებზე მომუშავე აშშ-ის უწყებათაშორისი საბჭო; უმცირესობათა ბიზნესის განვითარების სააგენტო, რომელიც მიზნად ისახავს უმცირესობების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ბიზნესის გაძლიერებას.
ტრამპის განკარგულების მიხედვით, აღნიშნულ სააგენტოებს შვიდი დღის ვადაში მოეთხოვებათ ბრძანების შესრულებისთვის საჭირო გეგმები წარუდგინონ აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორს.
1742044394
მსოფლიოკანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა
კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ მესამეს, ასევე მის მემ...
1742042800
ახალი ამბებიმიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრ...
1742042699
მსოფლიოსერბეთში მანქანა საპროტესტო აქციაში შევარდა - არიან დაშავებულები
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ავტომობილი სტუდენტების აქციაში შევარდა. დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. 50 წლის მძღოლი დაკავებულია. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სერბეთ...
1742039993
ახალი ამბებიკახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღარ უხელმძღვანელებს
საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას კახი კახიაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამგეობის სხდომაზე პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რიგგარეშე არჩევნები 3 აპრილს გაი...
1742038945
ახალი ამბებიე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა
ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფ...