ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.

„რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მხარეებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ვიმედოვნებთ, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების სიწმინდის პატივისცემაზე“, - განაცხადა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ამავდროულად, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ასეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. მან აღნიშნა, რომ ამ ომში ყოველ კვირას „ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი“ იღუპება და ყველას „უნდა სურდეს, რომ ეს შეწყდეს“.

„მე ეს მსურს და ამერიკის შეერთებული შტატებსაც ეს სურს. როგორც პრეზიდენტი, ევროპელებთან ერთად, რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ ერთგული დავრჩები  და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ამ ცეცხლის შეწყვეტამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და მე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები, თუ ჩემი მომსახურება საჭირო გახდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746789544

ახალი ამბები

ქუთაისში, რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვ...

პოლიცია, ლენტი

1746788695

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ვერ და არ „პრავდება“ საკუთარი ქმრის ძმაკაცზე და შვილის ნათლიაზე ცოლად გაყოლა არც ქრისტიანულ და საერთოდ არცერთ სამყაროში

ვერ და არ „პრავდება“ საკუთარი ქმრის ძმაკაცზე და შვილის ნათლიაზე ცოლად გაყოლა არც ქრისტიანულ და საერთოდ არცერთ სამყაროში, - წერს გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის შესახებ. მისი თქმით, ამის მიუხედა...

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილი

1746787412

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირის დაბადება ევროპული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი, ვინც იმ ბრძოლას არ აფასებს, ის ვერც ამ ევროპას შეაფასებს რეალურად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე 9 მაისს, როგორც „ევროპის დღის“ და ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღმნიშვნელ თარიღს, სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ 9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღედ...

თამარ ჩიბურდანიძე

1746786038

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას

„საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაურ...

ირაკლი კობახიძე

1746785273

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 300 000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დააფასოს ქართველი ხალხის წვლილი

300 000 ქართველი შეეწირა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვას ფაშიზმისგან და ნაციზმისგან, ისე ევროპის გათავისუფლებას ნაციზმისგან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, რომ არა ეს მ...

შალვა პაპუაშვილი