"თუკი რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები მყისიერად უპასუხებენ" - თეთრი სახლი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2 იანვარს ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ესაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას "თეთრი სახლი" ავრცელებს.

მათვე გავრცელებული ცნობის თანახმად, ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბარში განმარტა, რომ თუკი რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები მყისიერად უპასუხებენ.

"ლიდერებმა გამოხატეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისადმი, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით ნატოში, ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების,  მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენს შესახებ შენს გარეშე“.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔳 ბაიდენი პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

🔳 რუსეთი ,,საშინელ საფასურს“ გადაიხდის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში - ჯო ბაიდენი

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792130354

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშ...

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

1792130251

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, რომლებიც სავსეა მოღალატეებით

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“...

დავით მათიკაშვილი

1792129361

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მე-17 ტარდება. მთავრობის მეთაუ...

ლევან ჟორჟოლიანი

1792127915

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორის...

შალვა პაპუაშვილ

1792126388

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე სესიის ფარგლებში ბ...

ირაკლი კობახიძე