ვლადიმერ პუტინმა სერგეი ლავროვის განცხადების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა სერგეი ლავროვის განცხადების გამო, რომ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნაფტალი ბენეტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ბოდიში და მადლობა გადაუხადა მას რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისადმი და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი.

მხარეებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაელობა არ გამორიცხავს მის ქვეყანაში ნაცისტურ ელემენტებს.

ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი.

ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.

ბრძენმა ებრაელმა ხალხმა თქვა, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“, – განაცხადა ლავროვმა.

ისრაელის ხელისუფლებამ ლავროვის განცხადება დაგმო და მას უპატიებელი და აღმაშფოთებელი უწოდა.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი უკრაინაში ნეონაცისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისრაელის მოქალაქეები უკრაინაში ულტრანაციონალისტური „აზოვის“ ლეგიონის მხარდამხარ იბრძვიან.

წყარო: 1tv

ასევე დაგაინტერესებთ:

📍ოთხდღიანი სამუშაო კვირა, უერთდება თუ არა იტალია ევროპის სხვა ქვეყნებს ამ ინიციატივაში?

📍"პუტინის ადგილას და თან ახლა, ოპერაციას როგორ გავიკეთებდი ან იქ ჩემს ჯანმრთელობას ვის ვანდობდი?" - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745511943

საზოგადოება

გენადი არველაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, კომერციის, სახაზინო და სახელ...

გენადი არველაძ

1745509362

საქართველო

The American Conservative: ვაშინგტონმა უნდა გაატაროს სტრატეგიული, ემპათიური ჩართულობისა და თანამშრომლობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობასთან

 თუ აშშ-ის სენატს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი კიდევ ერთი ტრაგიკული კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მან უნდა შეწყვიტოს მოსკოვის მეზობლების წახალისება რუსეთის მიმართ არასაჭირო კონფრონტ...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

1745507617

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობ...

ლევან დავითაშვილი

1745506085

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველი შეჯიბრების ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2022 და 2024 წლებში ლიპარტელიან...

ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების მერვედფინალშია

1745505952

ახალი ამბები

შსს: მიღებული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონ...

შსს