15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე ხუთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამშენებლო არეალში 15 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1776189855
მსოფლიორუბიო: ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ შეგვიძლია, შევქმნათ ჩარჩო, რათა ლიბანის ხალხს ჰქონდეს მომავალი, რასაც იმსახურებს და ისრაელის ხალხმა შეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებე...
1776187546
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული და ჩამოყალიბებული
ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმი...
1776187263
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აფასებს „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რისი მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევრო...
1776185331
ახალი ამბებიკალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მო...
1776185165
მსოფლიოაშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის პორტების ბლოკადაში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი, ათზე მეტი სამხედრო გემი და ათობით თვითმფრინავი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ნათქვამია სარდლობი...































