მასუდ ფეზეშქიანი: რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები? ჩვენ არ ვეძებთ არეულობას, მაგრამ თავს თუ დაგვესხმებიან, მტკიცედ უნდა დავდგეთ
რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი სტუდენტები? ჩვენ არ ვეძებთ არეულობას, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, მტკიცედ უნდა დავდგეთ, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა კონფლიქტის გამწვავებას არ ცდილობს, თუმცა თავდაცვისთვის მზად არის.
„ჩვენ არ ვეძებთ არეულობას, არ გვინდა ომი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ თავს თუ დაგვესხმებიან, მტკიცედ დავდგებით. რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი სტუდენტები? რა იყო ამის მიზეზი? ჩვენ ვინმეს დავესხით თავს? რაიმე კანონი დავარღვიეთ? ყველასთან ვამბობთ - მიგვიღეთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
ჩვენ მის წინააღმდეგ არ ვმოქმედებთ. თქვენც უნდა დაემორჩილოთ იმავე წესებს. მათ სურთ, გაანადგურონ ყველაფერი, რაც განვითარებას და ცნობიერებას უწყობს ხელს. სად წერია საერთაშორისო სამართალში, რომ ომის დროს შეიძლება ხიდებზე თავდასხმა? საავადმყოფოების, კლინიკების, უნივერსიტეტების დაბომბვა? ქარხნების განადგურება?“ - განაცხადა ფეზეშქიანმა.
1776189855
მსოფლიორუბიო: ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ შეგვიძლია, შევქმნათ ჩარჩო, რათა ლიბანის ხალხს ჰქონდეს მომავალი, რასაც იმსახურებს და ისრაელის ხალხმა შეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებე...
1776187546
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული და ჩამოყალიბებული
ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმი...
1776187263
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აფასებს „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რისი მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევრო...
1776185331
ახალი ამბებიკალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მო...
1776185165
მსოფლიოაშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის პორტების ბლოკადაში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი, ათზე მეტი სამხედრო გემი და ათობით თვითმფრინავი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ნათქვამია სარდლობი...































