2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა - საქსტატის მონაცემები

საქსტატმა საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
კერძოდ, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 9.9 ათასი კაცით მეტია.
საქსტატში აღნიშნავენ, რომ 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).
მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და დასახლების ტიპის მიხედვით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქალაქ თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6%-ს.
რაც შეეხება მოსახლეობის სქესობრივ შემადგენლობას, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 780.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923.9 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია.
როგორც საქსტატში აღნიშნავენ, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის, კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.
ამასთან, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს.
მიგრაცია
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34.0%-ით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
ამასთან, 2024 წელს, იმიგრანტების 48.2%-ს, ხოლო ემიგრანტების 53.2%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.
1745583125
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ. ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ ფულის, ზეწოლის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს
საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილმა აღნშნა, რომ საქართ...
1745582430
ახალი ამბებიტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ტატომ მეოთხედფინალში ბულგარელი ხრისტო ვალკოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება 90 კგ წონით კატეგორიაშ...
1745582284
ახალი ამბებითეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწო...
1745581781
საზოგადოებათავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ლოჯისტიკის დღე მიულოცა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათია...
1745581058
ახალი ამბებიმატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა
ხაშურთან მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. მომხდარის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს ინფორმაციას. „გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი...