28 მაისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას 28 მაისს, 10:00 საათზე დაიწყებს.
სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს, ყურადღებით გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის აუცილებელ პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში დაასრულონ.
დეტალური ინფორმაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.
1779891705
საზოგადოებაპრემიერი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ 3 კომპანიაზე: მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება, დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო, ეს ბრიტანული ხელისუფლების საქმეა
მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბრიტანეთის მიერ 3 კომპანიის დასანქცირების საკითხს ეხებოდა....
1779888720
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის
„საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, სულ უფრო პოპულარული ხდება ჩინელი მოგზაურებისთვის და მზარდ მაჩვენებლებსაც ვხედავთ - 2024 წელს ჩინელი მოგზაურების რაოდენობა 83%-ით გაიზარდა, გასულ წელს კი თითქ...
1779888380
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1779887300
საზოგადოებაიურაი ბლანარი ბოჭორიშვილს: თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „...
1779887126
ახალი ამბებილევან მახაშვილი: დიპლომატიური აკადემია მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რომელიც დიპლომატიური საქმიანობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს
დიპლომატიური აკადემია დიპლომატიური საქმიანობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა. „დიპლომატიური აკადემია მნიშვნელოვანი ი...


























