პრემიერი: არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, მით უმეტეს, რომ ჯინ შაჰინი პირდაპირ წარმოადგენს „დიფ სთეითს“
არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ჯინ შაჰინი წარმოადგენს „დიფ სთეითს“ და, სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ქართველ ხალხსა და საქართველოს.
„ვხედავთ, რომ არავის აინტერესებს უკრაინა. როდესაც საუბარია ომის დასრულებაზე, აქ ვისაც კი ოდნავი სინდისი აქვს, ყველა უნდა საუბრობდეს უკრაინელი ხალხის და ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ინტერესებზე. თუმცა ჩვენ ვაფრთხილებდით აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებას და საზოგადოებამ მხედველობაში მიიღო ჩვენი გაფრთხილება, რომ არავის აინტერესებს სხვა ქვეყნების ბედი. ყველას აინტერესებს საკუთარი ამბავი, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და ჯინ შაჰინი ამის კარგი გამოხატულებაა, მით უმეტეს, რომ ჯინ შაჰინი წარმოადგენს პირდაპირ „დიფ სთეითს“, მთელი ამ წლების განმავლობაში. სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხსა და საქართველოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გაფრთხილებაც აბსოლუტურად ზუსტი აღმოჩნდა, ყველა მოქმედებს საკუთარი გადმოსახედიდან, არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები. ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური“, - აღნიშნა პრემიერმა.
1779893154
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი - არ აქვთ წარმატების რესურსი
ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა - ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ად...
1779892986
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას
ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული სა...
1779892160
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5 000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ
როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1779891705
საზოგადოებაპრემიერი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ 3 კომპანიაზე: მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება, დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო, ეს ბრიტანული ხელისუფლების საქმეა
მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბრიტანეთის მიერ 3 კომპანიის დასანქცირების საკითხს ეხებოდა....
1779889757
ახალი ამბები28 მაისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას 28 მაისს, 10:00 საათზე დაიწყებს. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე - online...


























