30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა განაცხადა, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1 830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი; ასევე შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 2 ოქტომბრის მსგავსად, 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23-25 ოქტომბერს უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტ - ჰაბს - 2 51-00-51 (0).
მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.
მივმართავთ ჩვენ მოქალაქეებს იაქტიურონ და მიიღონ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები:
5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში) არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები
მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 15 თვითმმართველ თემში
მაჟორიტარული სისტემით გასამართ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 24 საარჩევნო ოლქში
1746516519
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის სიღნაღის, გურჯაანის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებ...
1746514275
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
6 მაისს ქუთაისში დღისით +19 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში მზიანი დღე იქნება, დღისით ჰ...
1746513187
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირების მიხედვით, 2028 წლისთვის უმუშევრობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, რაც არის ევროპულ სტანდარტზე უკეთესი შედეგი
ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 13%-ია უმუშევრობის მაჩვენებელი, რაც დაბალი ციფრი ნამდვილად არ არის, თუმცა ჩვენ რა მემკვიდრეობაც მივიღეთ, იმასთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სერიოზული წინსვლაა, ვინაი...
1746477555
საზოგადოებალევან მაჭავარიანი - ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია და თუ მას გამოიყენებენ, შანტაჟის მექანიზმიც არ დარჩებათ ხელში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება შანტაჟის მექანიზმია, რომელსაც თუ გამოიყენებენ, შანტაჟის მექანიზმ...
1746477508
საზოგადოებალევან გიგინეიშვილი: არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს - თუ იმ ლოზუნგს იძახი, რომლისაც მოსახლეობის უმეტესობას არ სჯერა, ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის წარმომადგენელი
არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის სინდისს და ხმას წარმოადგენდეს, - განაცხადა ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“. მისი თქმით, ზურაბ...