Reuters: ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ვერ დაამტკიცეს

გერმანიის ბუნდესტაგმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“-ს ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერის თანამდებობაზე ვერ დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მერცს მხარი 310 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის დასამტკიცებლად 316 ხმა იყო საჭირო.
ახლა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატას 14 დღე აქვს, რათა მერცის კანდიდატურას ხელმეორედ უყაროს კენჭი, ან კანცლერის პოსტზე სხვა ადამიანი დაამტკიცოს. როგორც Reuters-ი იუწყება, მეორე კენჭისყრა, შესაძლოა სამშაბათს ჩატარდეს.
ცნობისთვის, გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში პირველ ადგილზე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ გავიდა (22,55%), მეორე ადგილი პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაიკავა (20,80%), ხოლო მესამე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ გავიდა (16,41%).
1746525099
საზოგადოებასაქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო. „სხვადასხვა წლებში ვახტანგ მაჭავარიანი თანამშრომლობდა მსოფლიოს 80-...
1746524374
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი: ერთი წლის წინ MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს, დღეს სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „MEGOBARI აქტი“-ს შესახებ მის ერთი წლის წინანდელ „ფეისბუკ“ პოსტზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურებას აზიარებს და წერს, რომ მან „ამდენი არ იცის“. როგორც...
1746523669
ახალი ამბებილევან მახაშვილი „მეგობარი აქტზე“: იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს
ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა. არაერთხელ ვახსენეთ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგი...
1746522198
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა 5 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა
მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მ...
1746521282
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული, - წერს ექსპერტი დავით ჩი...