მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აპრილში საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას უზრუნველყოფს. კერძოდ, გასულ თვეში ქვეყნიდან სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს, კანონის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოდან გაძევებულ იქნა ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი ლანკის, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის, ჯამში, 96 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი არის ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია ინფორმაციაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746525099

საზოგადოება

საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო

 საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო. „სხვადასხვა წლებში ვახტანგ მაჭავარიანი თანამშრომლობდა მსოფლიოს 80-...

ვახტანგ მაჭავარიანი

1746524374

საზოგადოება

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ერთი წლის წინ MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს, დღეს სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს, თამარ ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“

 „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „MEGOBARI აქტი“-ს შესახებ მის ერთი წლის წინანდელ „ფეისბუკ“ პოსტზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურებას აზიარებს და წერს, რომ მან „ამდენი არ იცის“. როგორც...

პოლიტიმოსი

1746523669

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი „მეგობარი აქტზე“: იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს

 ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა. არაერთხელ ვახსენეთ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგი...

ლევან მახაშვილი

1746522198

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა 5 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

 მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალი სახელმწიფო რწმუნებულები ჰყავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მ...

სახელმწიფო რწმუნებული

1746521282

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული

 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული, - წერს ექსპერტი დავით ჩი...

დავით ჩიხელიძე