5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მოძალადეს ერთწლიანი, ხოლო ერთს წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯათ
2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე დაკავებულ 7 კაცს პატიმრობა მიესაჯა. მათ მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა, რადგან სასჯელის დიდი ნაწილი აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულმა პატიმრობამ გამოაკლო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
როგორც ამავე საქმის განმხილველმა სხვა მოსამართლეებმა ბრალდებულების ნაწილს ბრალი შეცვალა და ძალადობის ორგანიზების მუხლი ძალადობაში გადაუკვალიფიცირა. მათ ბრალად ედებოდათ "TV პირველისა" და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებზე ძალადობა.
ირაკლი წიგნაძე - 1 წლის ვადით;
ბაქარ მაისურაძე - 1 წელი;
ნიკოლოზ დადვანი - 1 წელი;
მუხრან დადვანი - 1 წელი;
თორნიკე გაბელიანი - 1 წელი;
ვანო ბურდული - 1 წელი და 6 თვე;
დავით ქოჩიაშვილი - 1 წელი.
არცერთი მათგანი, ისევე, როგორც 5 ივლისის საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე დაკავებული პირები, დანაშაულს არ აღიარებს. ისინი აცხადებენ, რომ არავისზე უძალადიათ.
5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე 27 კაცი დააკავეს. ამ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ამ დრომდე არავინ არ დაუკავებიათ.
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ 27 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდა წაყენებული. ნაწილს კი ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791482819
ახალი ამბებიკახა კალაძე – ვფიქრობ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია 21 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე უბანი, რომელიც დედაქალაქის ურბანულ ცხოვრებას სულ სხვა მასშტაბს შესძენს
დედაქალაქში, „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება. პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირ...
1791480243
ახალი ამბებითბილისის მერი „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო
თბილისში „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება. პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
1791479638
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვი...
1791478741
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა, დღეს სწორედ ასეთი პროექტის „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი
„დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა - ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს...
1791478601
ახალი ამბები166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება 155-ე საჯარო სკოლაში შეუძლიათ, პარალელურად გამოცხადებულია ბაზრის კვლევა ალტერნატიული ფართის მოძიების მიზნით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა 166-ე საჯარო სკოლის მშობლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მოსწავლეებისთვის სასწავლო...





























