შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სპორტული ქალაქის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა საკმარისი არ არის და ინფრასტრუქტურას სიცოცხლე პროფესიონალებმა უნდა შესძინონ.

შალვა გოგოლაძემ, ასევე, განაცხადა, რომ 2007 წელს, სპორტის აკადემიამ დამოუკიდებლობის არსებობა შეწყვიტა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სპორტის უნივერსიტეტი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად აღდგა.

„ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს. აქ აღიზარდა არაერთი თაობა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე სახელი გაუთქვა. სამწუხაროდ, 2007 წელს სპორტის აკადემიამ დამოუკიდებლობის არსებობა შეწყვიტა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, პარტიის დღევანდელი საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სპორტის უნივერსიტეტი დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად აღდგა, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა საკმარისი არ არის. ამ ინფრასტრუქტურას სიცოცხლე პროფესიონალებმა უნდა შესძინონ - ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენი შვილების აღზრდასა და მომავალი ჩემპიონების მომზადებას მივანდობთ. სწორედ ამიტომ, ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა სპორტის უნივერსიტეტს ეკისრება“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795794642

სპორტი

უეფას განცხადებით, „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (უეფა) ევროპა ლიგის შეხვედრებზე - „მარსელსა“ და სოფიის „ლევსკის“, ასევე, „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ოფიციალური გ...

უეფა    უეფა

1795794432

ახალი ამბები

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1795792899

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის დელეგაციის წევრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1795791243

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: 4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, ევრობიუროკრატები საკუთარი ცრუ შეხედულებების ტყვეობაში იმ...

ლევან მაჭავარიანი

1795791182

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი USADI-ის ფაილებზე: ჩვენი ხელისუფლება ამაზე წლების წინ საუბრობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის კანონი აუცილებელი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაილების შესახებ, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. მისი თქ...

ლევან მაჭავარიანი