„მადლობა უსაფრთხოებისა და მასპინძლობისთვის“ - ისრაელის კლუბის ოფიციალური მიმართვა
საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მადლიერებას გამოხატავს ბათუმში გამართული შეხვედრის ორგანიზატორებისა და უსაფრთხოების სამსახურების მიმართ.
„გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში.
დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის.
მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს, რუვიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ.
განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე.
და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ.
ძალიან გვიყვარხართ ყველანი. გულითად მადლობას ვუხდით ყველას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1795779057
ახალი ამბებიზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...
1795777909
საზოგადოებასომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. პაატა სალიამ და რუბენ რუბინიანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიუ...
1795776074
საზოგადოებაუეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად
უეფას განცხადებით, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის შესახებ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა. როგორც უეფა განმარტავს, მატჩის ორგანიზება და სტადიონის უსაფრ...
1795775474
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრისას, რუსეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას არათანმიმდევრულს უწოდე...
1795774074
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა - ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი მსოფლიო წესრიგის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ
პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი დავით ჩიხელიძე ჩინეთში, შენჟენში რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. ჩიხელიძის შეფასებით, ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მი...



























