ლევან მაჭავარიანი: პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტპატიმარია, როცა თვეებით ადრე ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, საქართველოში ვინც საღად აზროვნებს, არავის აინტერესებს ევროპარლამენტარების რეზოლუციები

„საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ძალიან სასაცილო დოკუმენტია უკვე ეს რეზოლუცია“.

„თვლაშიც ავირიე, მერამდენე რეზოლუცია მიიღეს. ისეთ დონეზე არიან დასულები და ისეთ სიყალბეს სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, თითქოს სინამდვილეა. თვითონ ანადგურებენ რეპუტაციას, რომელიც ისედაც ძალიან დაზიანებული აქვთ ჩვენი მოქალაქეების თვალში.

პაატა ბურჭულაძეზე საუბრობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია, როდესაც თვეებით ადრე იმუქრებოდა და ავანგარდში ედგა დამხობის აქციას, როდესაც მისმა თანამებრძოლმა, ასევე ორგანიზატორმა ზოდელავამ პირდაპირ აღიარა თავისი ბრალი.

მან თქვა, რომ ეს იყო დანაშაული, როდესაც ნახევარზე მეტმა, ვინც დაკავებული არიან ამ საქმეზე, ითანამშრომლეს, მოინანიეს, აღიარეს, რომ დამნაშავეები არიან. ამ ყველაფრის ფონზე ისევ პაატა ბურჭულაძეს წერენ პოლიტიკურ დევნილად, მიხეილ სააკაშვილს წერენ პოლიტიკურ პატიმრად, თავი სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიგდეს.

ადამიანთა დაჯგუფება, რომლებმაც რუკაზე არ იციან, სად მდებარეობს ირანი, გვიწერს ასეთ აბსურდებს. პულსზე ხელი არ უდევთ და ბოლომდე ანადგურებენ თავიანთ რეპუტაციას. საქართველოში არავის, ვინც საღად აზროვნებს, ევროპარლამენტარების კომენტარები და რეზოლუციები უკვე არ აინტერესებს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795775474

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართული შეხვედრისას, რუსეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას არათანმიმდევრულს უწოდე...

ლევან მაჭავარიანი

1795774074

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მიღმა აღმოჩნდა - ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი მსოფლიო წესრიგის საკითხებს განიხილავდნენ, ევროპის ლიდერები კი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი დავით ჩიხელიძე ჩინეთში, შენჟენში რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. ჩიხელიძის შეფასებით, ევროპა დიდი სახელმწიფოების შეხვედრის მაგიდის მი...

დავით ჩიხელიძე

1795773607

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. „შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ას...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1795771987

საზოგადოება

კახა კალაძე ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვაზე: რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვთავაზობს უნივერსიტეტებმა იმეგობრონ, რაც ალოგიკურია

თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის შეხვედრას მე...

კახა კალაძე

1795771284

საზოგადოება

კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ ქართველი პოლიტიკოსებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ რეკომენდაციას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სანქცირების შემთხვევაშიც კი ფ...

კახა კალაძე