მამუკა ხაზარაძე: „სოფლებში ადამიანებს არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი, გზა“

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ დაფნარში ისევე, როგორც  სხვა სოფლებში არ არის საბავშვო ბაღები, რის გამოც ბავშვები მოკლებულნი არიან საშუალებას საკუთარ სოფლებში მიიღონ განათლება - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერები საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ სხვა სოფლების საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირებას სთავაზობს, თუმცა მშობლები უსაფრთხოების და პანდემიის გამო უარს ამბობს.

„დაფნარი სკოლის გარეშეც არის დარჩენილი. სოფელში, სადაც 700-მდე მოსახლეა ისტორიული სკოლა, რომელშიც აკაკი შანიძე სწავლობდა დაანგრიეს“, - აცხადებს პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, სოფლებში ადამიანებს არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი, გზა.

„ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ გააკეთოს ის რაც თქვენ გჭირდებათ, სოფლებში ადამიანებს არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი, გზები. თქვენს სოფელს არ აქვს სკოლა და ბაღი, ეს წარმოუდგენელია. არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ და ერთად ყველაფერი გამოგვივა, ლელო და ჩვენი ყველა წევრი თქვენს გვერდით იდგება ბოლომდე, სანამ არ მივაღწევთ წარმატებას" - აღნიშნავს ხაზარაძე.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლელოს ლიდერი სოფელ ნოღაშიც ჩავიდა, სადაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის წინაშე არსებულ პრობლემებს გაეცნო.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ჩემი ბავშვობა დამთავრდა….“ - ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🔵 „მე აყვანილ ბავშვს ვზრდი... მიუხედავად იმისა რომ გოგონას აყვანის მერე მეორე ბავშვი გაგვიჩნდა, პირველი შვილისგან არ ვასხვავებთ“ - სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ქვეყნდება

🔵 საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთის ეროვნულ 7-კაცა ნაკრებს ქუთაისში მეგობრულ შეკრებაზე უმასპინძლებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791812228

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791811110

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...

ლევან მაჭავარიანი

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1791809968

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა

„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...

 ნინო ფოჩხუა

1791809645

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...

ირაკლი კობახიძე