9 მილიონის გაფლანგვის საქმე - სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

9 მილიონის გაფლანგვის საქმე - სააკაშვილის პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პროცესზე რამდენიმე სახის შუამდგომლობას დააყენებენ.

თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი არა პოლიტიკური სპექტაკლი, არამედ ლაკმუსის ქაღალდი იყოს.

„აბსურდულ ბრალდებებთან გვაქვს საქმე. ჩვენ მოგვეცემა საშუალება და აუცილებლად დავაყენებთ რამდენიმე შუამდგომლობას, რათა საქმის გამოკვლევა ფორმალურ დონეზე მაინც მოხდეს - მრავალმხრივად და სრულად,”- აცხადებს თუთბერიძე.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილი სხდომას, სავარაუდოდ ვერ დაესწრება. ბექა ბასილაიას  განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს, 12:00 საათზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უნდა შეხვდეს, სააკაშვილი სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, არ დაესწრება.

სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა დაიწყო, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების -  9 მილიონი ლარის გაფლანგვის საკითხს.

ასევე საინტერესოა:

🔵 "ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია" - გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔵 "ძუძუ რომ მოაჭამა" მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა? - "ნაცმოძრაობის" დეპუტატი ე.წ. პიჯაკების საქმეზე

🔵 დეპუტატი წილოსანი: ე.წ. პიჯაკების საქმეს შეიძლება, უფრო მეტად ვუწოდოთ ბოტოქსების საქმე, უცნაური მეთოდებით დახატული ნახატების საქმე, სტილისტის საქმე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788272453

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გ...

მიხეილ სააკაშვილი

1788272258

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...

გივი მიქანაძე

1788269421

საზოგადოება

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...

 დაურ ბუავა

1788268048

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...

ვალუტის კურსი

1788267568

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტი...

ყველის არალეგალური საწარმო