"ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია" - გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას სოციალური ქსელით ეხმიანება. გიორგი კვირიკაშვილი, ვრცელ განცხადებაში, მიმოიხილავს სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და ამჟამინდელ მოცემულობას.

პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი:

ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია. შედეგი, რაც დატოვა მიხეილ სააკაშვილმა, გახლავთ მისი წინამორბედის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უდიდესი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველოდან გაყვანილი რუსული ჯარის დაბრუნება ჩვენს მიწაზე. საქართველოს არ დაუწყია ომი რუსეთთან, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და რასაც აგრძელებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, ყოველთვის უნდა ფასდებოდეს შედეგით, და ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, არათუ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის მორალურ უფლებასაც კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს, აღარაფერს ვიტყვი „ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლობის“ აშკარად არაჯანსაღ ამბიციაზე.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი:

კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სისხლის სამართლებრივი ბრალები, რომელთა შედეგადაც გამოტანილია განაჩენები, დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების (რომლის მიმართაც მეც პირადად არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია ჯერ კიდევ პრემიერობისას, როდესაც მძიმე წარსულის მქონე მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, და ეს პროცესი დღესაც გაუგონარი სიჯიუტით გრძელდება), არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც. გამოძიების პროცესის და შინაარსის შეფასებაში ჩართული იყვნენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროკურორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან. ამიტომაც ყოველგვარი საუბრები მის უდანაშაულობაზე რეალურ საფუძველს მოკლებულია.

პატიმარი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი: 

ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ ადამიანზე (როგორც არ უნდა იქცეოდეს ის) სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან. ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵შეუწყდება თუ არა ვადამდე პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება ზურაბ ჯაფარიძეს?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789921824

ახალი ამბები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.   19 სექტემბერ...

გაწმენდითი სამუშაოები

1789920114

ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ „ჯუჯების“ ო...

დარინა მიქელაძე

1789918499

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება

გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისაუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული...

ნიკოლოზ მეტრეველი

1789913516

ახალი ამბები

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფ...

პროკურატურ

1789910396

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრა...

დაკავება