აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირანდა ხაჯიშვილს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებს პროფესიული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებს განსაკუთრებული როლი აქვთ ახალგაზრდების განათლებაში, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
მზიური შავაძე ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, ხოლო მირანდა ხაჯიშვილი - თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. გამარჯვებულ პედაგოგებს აჭარის მთავრობისგან დამატებით ხუთ-ხუთი ათასი ლარი გადაეცემათ.
მასწავლებლის ეროვნული პრემია საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაიცემა. წელს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ქვეყნის მასშტაბით ათ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარის ფულადი ჯილდო გადაეცა.
აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას გასული წლების გამარჯვებული პედაგოგები და რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
1793627463
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...





























