აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 6 პირი დააკავა

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 6 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული მ.ჯ., 2001 წელს დაბადებული დ.ბ., 2002 წელს დაბადებული ქ.უ., 2005 წელს დაბადებულები ი.ო., ამავე წელს დაბადებული ჯ.ჯ და უზბეკეთის მოქალაქე 1984 წელს დაბადებული ნ.ჰ. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს მ.ჯ. - სა და ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1989 წელს დაბადებულ ე.ი.-ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. მოგვიანებით, მ.ჯ. -მ და ამჟამად მასთან ერთად ბრალდებულის სახით დაკავებულმა პირებმა ე.ი. ბათუმში მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში იძულებით მიიყვანეს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 10 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დანაშაულში მონაწილე პირებმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ქალის ნ.ჰ. - ს დახმარებით, მოაწყვეს დანაშაულის ინსცენირება და ე.ი. -ს დაემუქრნენ, რომ თუ მომხდარის თაობაზე სამართალდამცველებს მიმართავდა, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას მისცემდნენ და ქალზე განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულებდნენ.

ასევე დგინდება, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს შეესწრო ჯ.ჯ., თუმცა მან სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა. ცხელ კვალზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ექვსივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ი.ო. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 5 ვაზნა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 143-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745583604

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე- საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? - აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სა...

თენგიზ შარმანაშვილი

1745583125

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ. ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ ფულის, ზეწოლის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს

საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილმა აღნშნა, რომ საქართ...

შალვა პაპუაშვილი

1745582430

ახალი ამბები

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ტატომ მეოთხედფინალში ბულგარელი ხრისტო ვალკოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება 90 კგ წონით კატეგორიაშ...

ტატო გრიგალაშვილი

1745582284

ახალი ამბები

თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწო...

თეა ახვლედიანი

1745581781

საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ლოჯისტიკის დღე მიულოცა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათია...

თავდაცვის მინისტრ