აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ფოტოგამოფენა, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასი. ასევე, გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აფხაზეთიდან დროებით დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დადგინდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748087300

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია - ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია

ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, - წერს ანალიტიკო...

ანალიტიკოსი

1748085656

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელ...

დაკავება, პოლიცია

1748085225

ახალი ამბები

მტკვარ­ში მაშ­ვე­ლებ­მა გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ცხე­და­რი იპო­ვეს

მაშველებმა მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას სამაშველო სამსახური ადასტურებს.შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის“ მარკის ავტომობილს...

მტკვარ­ში მაშ­ვე­ლებ­მა გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ცხე­და­რი იპო­ვეს

1748082997

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „რადიკალები ღიად, მოურიდებლა...

ლევან მაჭავარიანი

1748079691

ახალი ამბები

თბილისის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...

დაკავება, პოლიცია