ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო.
როგორც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.
„აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის საფასური იგივე რჩება, ხოლო ვადიანი მოწმობების მფლობელები ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.განახლებული პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს.
მასზე ასევე განთავსებულია QR კოდი, რომლის დასკანერებისას შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება: დოკუმენტის ნომრისა და სტატუსის, პირის რეგისტრაციის მისამართის, ასევე, დოკუმენტის მფლობელის მოთხოვნით - სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ.
დაინტერესებულ პირებს ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით: https://sda.gov.ge/“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1768193366
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან
ირანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ისრაელი ყურადღებით აკვირდება ირანში მიმდინარე მოვლე...
1768162151
მსოფლიოირანული მედიის ცნობით, ქალაქ მეშჰედში მომიტინგეებმა ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი მოკლეს
ქალაქ მეშჰედში მომიტინგეებმა ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი მოკლეს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ბრიგადის გენერალი ჯავად კეშავ...
1768159178
მსოფლიოპაპი ლეო აცხადებს, რომ ირანში, სირიასა და უკრაინაში „დიალოგისა და მშვიდობისთვის“ ლოცულობს
პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში ყოველკვირეული ანგელოზის ლოცვის შემდეგ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ლოცულობს ირანში გამართული საპროტესტო აქციების, ასევე სირიასა და უკრაინაში კონფლიქტები...
1768157424
მსოფლიოაშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი აცხადებს, რომ უსაფრთხოების დეპარტამენტი მინესოტაში დამატებით ასობით ოფიცერს გაგზავნის
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი აცხადებს, რომ უსაფრთხოების დეპარტამენტი მინესოტაში დამატებით ასობით ოფიცერს გაგზავნის. „ფოქს ნიუსის“ გადაცემა Sunday Morning Futures-ში ნოემმა განაცხადა,...
1768155811
მსოფლიოვიქტორ ორბანი - უკრაინა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 800 მილიარდ ევროს ითხოვს, სამხედრო ხარჯების გამოკლებით, ეს გზა ასუსტებს ევროპას, უნგრეთი კვლავაც პირველ ადგილზე დააყენებს საკუთარ ხალხს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი უარს ამბობს ბრიუსელის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბლოკმა უკრაინას 800 მილიარდი ევროს ოდენ...































