მეუფე შიო: ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ისინი გვეხმარებიან, ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული
„ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა... წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად...“, - იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 31-ე, ქრისტესშობის შემდგომ კვირას.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტესშობის შემდგომ კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა იოსებ მართალს, დამწინდველს, ასევე - წმინდა მოციქულ იაკობს, უფლის ძმად წოდებულს, როგორც უფალ იესო ქრისტეს ყველაზე ახლობელ ადამიანებს.
მათთან ერთად იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ დავითს, რომელიც გარდა იმისა, რომ მაცხოვრის წინაპარი იყო, სხვა წინასწარმეტყველებთან შედარებით მეტს წინასწარმეტყველებდა მაცხოვრის შესახებ. ასევე, ძველი აღთქმის სხვა მოღვაწეებზე მეტად მიუახლოვდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ აღთქმისეულ სულიერ განწყობას. ეს გამოვლინდა მის განსაკუთრებულ სიმდაბლეში, სინანულსა და სხვა თვისებებში.
დღეს არის ასევე 14 000 ბეთლემელი ჩვილის ხსენება, შეგვეწიოს მათი მადლი.
ამ ხსენებული წმინდანების ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ მათ განსაკუთრებული სახით ეძლეოდათ ღვთის შეწევნა. დღევანდელი სახარებაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება ზოგჯერ განსაკუთრებული სახით მიეცეს, მოევლინოს ღვთის შეწევნა.
მართალ იოსებს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ ახალშობილი, ჩვილი იესო და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი წაეყვანა ეგვიპტეში, რაც იოსებმა შეასრულა. შემდეგ, ჰეროდე მეფის გარდაცვალების მერე, ანგელოზი ისევ გამოეცხადა იოსებს და უთხრა, დაბრუნებულიყო სამშობლოში მათთან ერთად. იოსებიც ადგა და დაბრუნდა, მაგრამ წავიდა ნაზარეთში, რათა აღსრულებულიყო ყველაფერი, რაც წმინდა წერილში წერია უფალ იესო ქრისტეს შესახებ. იქ ნათქვამია ბეთლემზეც, ნათქვამია ეგვიპტეზეც (დღეს იყო სახარებაში ეს მონაკვეთი) და ნაზარეთზეც (მთ. 2, 13-23).
მართალ იოსებს შეეძლო, არ დაეჯერებინა ანგელოზისთვის, მაგრამ მან დაუჯერა, ისევე, როგორც დაუჯერეს მწყემსებმა, რომლებიც მივიდნენ იმ გამოქვაბულთან შობის ღამეს, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; როგორც დაუჯერეს მოგვებმა იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელმაც ისინი მიიყვანა იმავე გამოქვაბულთან... მაგრამ წმინდა ანგელოზები მხოლოდ ასეთ გამორჩეულ წმინდანებს როდი ეხმარებიან, არამედ ასევე - ყველას, ვინც ღმერთისკენ, ზეცისკენ მიისწრაფვის. ისინი ყოველთვის მზად არიან, დაგვეხმარონ.
შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს: „ამიერიდან დაინახავთ გახსნილ ცას და ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ ძესა ზედა კაცისასა“ (ინ. 1, 51). ეს სიტყვები ყველას განეკუთვნება, ყველასთვის არის ნათქვამი, მაგრამ ამას რომ ვეღირსოთ, საჭიროა, ჩვენც გვჯეროდეს ანგელოზების, დავუჯეროთ მათ, ისევე, როგორც მოგვებმა, მწყემსებმა და მართალმა იოსებმა. ასევე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ. მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა. ისინი გვეხმარებიან, მივიღოთ საღვთო, მაცხონებელი მადლი, ის სულიწმინდის ნიჭები, რომლებიც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე და აქ დაგვიტოვა.
ისინი გვეწევიან ჩვენ, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას, რაც ვლინდება შემოქმედებით აქტივობაში, რითაც ასე ვემსგავსებით ღმერთს.
ანგელოზები გვეხმარებიან ლოცვაში, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა მაღლა, ღმერთისკენ. გუნდრუკი ხომ არის გულითადი ლოცვის სიმბოლო, რომელიც ასევე მიართვეს მოგვებმა მაცხოვარს.
დაბოლოს, წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან. ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!“, - იქადაგა მეუფე შიომ.
1768147122
მსოფლიოისრაელის ძალები აცხადებენ, რომ ირანში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებისთვის მზად იქნებიან
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ირანში მიმდინარე „მოვლენებს აკვირდებიან“, როდესაც ქვეყანაში ორი კვირაა, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება. „პროტესტი ირანის შიდა საქ...
1768145251
მსოფლიოირანის პრეზიდენტი არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ ადანაშაულებს
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ბაზრებს, მეჩეთებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს წვავე...
1768143510
მსოფლიონეთანიაჰუ: თეირანში რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან თეირანში რეჟიმის დამხობის შემდეგ. ამის შესახებ მან ყოველკვირეული კაბინეტის სხდომის დასაწყისშ...
1768142128
საზოგადოებაწყალტუბოს გადასახვევი-მელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო...
1768140476
მსოფლიოორბანი: ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს
ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ამჟამინდ...





























