ახალქალაქი–ნინოწმინდის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ახალქალაქი–ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ხოსპიოსთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას რადიო  “NOR” ავრცელებს. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 62 წლის კაცი დაღუპული დახვდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიისას დაშავებულ ორ პირს სხვადასხვა სახის ტრავმები აღენიშნებოდათ, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.

შსს–ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 276 მე–6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790260069

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება

„საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიურო...

არჩილ გორდულაძე

1790258859

ახალი ამბები

თემურ დადიანი ჰენრი ვორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარალიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილეს თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit A...

თემურ დადიანი

1790258602

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - „შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია“

საქართველოს საპატრიარქო ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს....

საქართველოს საპატრიარქო

1790257350

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ვიდეოჩართვისას განა...

კახა კალაძე

1790257041

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის

დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტ...

ნიკოლოზ სამხარაძე