გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას

საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) მოლაპარაკებებზე, რომლის მეორე რაუნდი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა.

CARTIF – ი CAREC - ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის) ფარგლებში შემუშავებული პირველი შეთანხმება იქნება, რომლის შეუფერხებელი მუშაობა ხელს შეუწყობს CAREC-ის წევრ ქვეყნებს, ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად გაამყარონ.

შეთანხმების მიზანია ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, არასატარიფო ბარიერების შემცირება, ციფრული ვაჭრობის განვითარება და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. CARTIF – ის მოლაპარაკებებში საქართველოს გარდა ჩართულია ჩინეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდში საქართველოდან მომლაპარაკებებლთა ჯგუფს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. მომლაპარაკებლებმა მუშაობა დაასრულეს შეთანხმების ტექსტის სამ ოქმზე, რომლებიც ეხება ინვესტიციების ხელშეწყობას, სერვისების რეგულირებას და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულობას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნული პროცესი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების სხვა თავებზეც მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება.

გენადი არველაძის თქმით, საქართველოსთვის CARTIF - ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794134106

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1794132097

საზოგადოება

პრემიერი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1794129543

მსოფლიო

Financial Times: აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ

აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...

აშშ-ს კონგრესი

1794128405

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, საგარეო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ

1794127280

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპ...

დავით მათიკაშვილი