ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია
„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნისათვის ურთულეს ეპოქაში გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა.
„გილოცავთ ილიაობას, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე გამორჩეულია ისტორიული სიმბოლიზმით და მნიშვნელობით. ჩვენ შევიკრიბეთ მის მშობელ კუთხეში, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელმაც ქართველი ერის თვითშეგნება, სულიერი სიმტკიცე და მომავლის რწმენა განსაზღვრა.
როდესაც ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში ვფიქრობთ იმ საწყისებზე, რაზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, კულტურა და ერის ერთობა დგას. ილიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო - ქვეყნისათვის ურთულეს, გარდამტეხ ეპოქაში მან გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა - საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, ბანკის დამფუძნებელი, ქართული თეატრის აღმშენებელი და რაც მთავარია, ერის წინამძღოლი. თანამედროვე საქართველოში არ მოიძებნება საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი სფერო, რომელიც მის ნააზრევს არ ეყრდნობა. ასეთი მრავალმხრივი მოღვაწეობის მაგალითი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათობაა - ეს არის საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც ერთი ადამიანის ცხოვრებამ ერის განვითარების გზა განსაზღვრა.
საბედნიეროდ, ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ილია ჭავჭავაძემ დატოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ქართული ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ, მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს.
„წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ასეთ ღირსშესანიშნავ დროს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის უდიდესი ძალისხმევა, რაც ილია ჭავჭავაძემ გასწია დედაეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მრავალ სხვა დიდ საქმესთან ერთად, სწორედ ამ ღვაწლისთვისაც შერაცხა იგი წმინდანად ქართულმა ეკლესიამ.
ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობას! მჯერა, ჩვენთვის და ყველა მომავალი თაობისათვის, წმინდა ილია მართლის ცხოვრება მუდამ დარჩება მაგალითად, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი სამშობლო და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველდღიური შრომით იზრუნოს მის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“, - დასძინა პრემიერმა.
1794132097
საზოგადოებაპრემიერი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას, შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვუმასპინძლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგის ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობ...
1794129543
მსოფლიოFinancial Times: აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ
აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...
1794128405
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, საგარეო...
1794127280
საზოგადოებადავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას
ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპ...
1794125485
მსოფლიოტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარ...



























