არჩილ გორდულაძე: როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღით გადაიდო.

პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება - მოსამართლეები კითხვებს ჯერ მოსარჩელე, ხოლო შემდეგ მოპასუხე მხარეს დაუსვამენ.

ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაადასტურა. მისი თქმით, მოსამართლეთა კითხვებით საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ რამდენად დასაბუთებულია „ქართული ოცნების“ სარჩელი.

„როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო. სხდომები სამშაბათიდან განახლდება. შესაბამისად, განახლდება უკვე მოსამართლეთა კითხვებით ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რამდენად დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი და რამდენად ცდილობენ გაქცევას არაკონსტიტუციური პარტიები - ის პარტიები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით დღევანდელ დღემდე ცდილობენ, რომ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიის პრინციპი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794127280

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპ...

დავით მათიკაშვილი

1794125485

მსოფლიო

ტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარ...

დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1794123143

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს

„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს...

მარიამ ქვრივიშვილი

1794122215

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სა...

მარიამ ქვრივიშვილ

1794121199

საზოგადოება

ხან ჭენგი: მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციას, განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში

„ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის...

ხან ჭენგი