ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება.
არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, რის გამოც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ხიდის სანაპირო და შუალედური ბურჯების გამაგრებას, რკინაბეტონის კონსტრუქციების, საყრდენი ბალიშების, ანტისეისმური საბჯენების, ანკერებისა და ბეტონის ბაქნების მოწყობას, ასევე სავალი ნაწილის რეაბილიტაციას.
პროექტის განხორციელების შედეგად, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახიდე გადასასვლელი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ინფრასტრუქტურის საიმედოობასა და მდგრადობას.
ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
1782202594
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დუშ...
1782202030
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არავის არ აინტე...
1782201614
საზოგადოებაპრემიერი: არ გვინდა, რომ გაზრდილი ჯარიმებით ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად, შესაბამისად, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება
ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, - გან...
1782200852
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან
ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, - განაცხადა საქართ...
1782200746
ახალი ამბებიგიორგი კალატოზის შეფასებით - ცნობილ ვიდეოში, როდესაც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ - „რაღაცები მართალი იყო“
კომენტატორმა გიორგი კალატოზმა, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრა ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ. კალატოზის შეფასებით, იმ ვიდეოში „რაღა...



























