პრემიერი: საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება
ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას.
„მოხარული ვარ, მოგესალმოთ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტს და ყველა იმ პარტნიორს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზება.მინდა მოგილოცოთ საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე და მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელიც ყოველდღიურად, პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურება სახელმწიფოს.დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა.სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება.რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგია იუსტიციის სახლების მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გამორჩეულ მაგალითად ჩამოყალიბდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისზე აქვთ წვდომა.ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის დანერგვაც, რომელიც უკვე 63 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. შედეგად, მოქალაქეებსა და ბიზნესს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისებზე წვდომა როგორც დისტანციურად, ისე „ერთი ფანჯრის“ პრინციპის საფუძველზე აქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1782203300
მსოფლიოლიეტუვის მთავრობა გადადგა
ლიეტუვის მთავრობა პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინენეს ხელმძღვანელობით გადადგა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობამ დღეს ბოლო სხდომა ჩაატარა, რომელზედაც დათხოვნის გადაწყვ...
1782203085
საზოგადოებაპრემიერი: გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს იყო უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი და გრანტების შესახებ კანონის მიღებით დავამშვიდეთ ქვეყანა
გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენც...
1782202921
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან“, ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ, ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კაიფს“ იჭერენ
„ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია „გახარიელებისგან“, ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ეტყობა ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში „კა...
1782202849
ახალი ამბებიპრემიერი: გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს იყო უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი
გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენც...
1782202594
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დუშ...



























