ალეკო ცქიტიშვილი ჩატარებულ ჩხრეკაზე: ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, ნახეს ყველა ფაილი, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ

შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან დაკავშირებით საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ. მე რაიმე არსებით დარღვევას ვერ გამოვყოფდი, - ასე შეაფასა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა, მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკა, გადაცემაში „ახალი ფორმულა“.

ცქიტიშვილის განცხადებით, სახლში ასევე იყო მისი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი, რომელიც მისი თხოვნის შემდეგ არ წაიღეს და მხოლოდ ადგილზე დაათვალიერეს მასში არსებული ინფორმაცია.

„ერთადერთი, რომ ჩემს მეუღლეს აუკრძალეს ვიდეო გადაღება, ანუ არა ლაივში ჩართვა, არამედ ვიდეო გადაღება იმ პროცესის და მე ვუთხარი, რომ ეს იყო უკანონო, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ჰქონდათ შეზღუდვის უფლება, ნუ ეს შეიძლება საკამათო იყოს. მე ახლაც მიმაჩნია, რომ მეუღლეს ჰქონდა გადაღების უფლება, თუმცა, შემდეგ იყო რომ ძალით მოჰკიდეს ხელი და გადაუგრიხეს ამ შემთხვევაში მე თვითონაც ჩავერიე და დავაწყნარე სიტუაცია. მე მერჩია, რომ წყნარ სიტუაციაში ჩატარებულიყო ეს ჩხრეკა.

ერთი ფაქტორი რაც იყო, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილის კომპიუტერი იყო სახლში და იქ არის მისი საქმიანობის, ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და არ მინდოდა, რომ ამ კომპიუტერისთვის ასე მოეკიდათ ხელი და წაეღოთ ეს ჩემი გარდაცვლილი შვილის არქივი ასე დაკარგულიყო, ამიტომ მერჩია, რომ წყნარად ჩატარებულიყო. ამ კომპიუტერთან დაკავშირებითაც ავუხსენი, დასხდნენ ერთი საათი ნახეს ყველა ფაილი და დარწმუნდნენ, რომ ცენტრის და „ ადამიანის უფლებათა სახლის“ საქმიანობის ამსახველი ფაილები იქ არ იყო, შესაბამისად, ამ კომპიუტერს არ შეეხნენ.

ერთადერთი კიდევ რაც მოვითხოვე ადვოკატის თანდასწრება, თუმცა, ადვოკატს არ დაელოდნენ, მაგრამ მაინც დროულად მოვიდნენ ჩემი ორგანიზაციის იურისტები ნესტან ლონდარიძე და ეკა ქობესაშვილი ესწრებოდნენ სახლის ჩხრეკას და შესაბამისად რაიმე პროვოკაციულ ქმედებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ალეკო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745946291

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები

„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებ...

ალექსანდრე ტაბატაძე

1745944517

ახალი ამბები

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003...

პარლამენტის საგამოძიებო კომისია

1745942528

ახალი ამბები

ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...

ნიკა მელია

1745941036

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის

„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე ა...

ირაკლი კირცხალია

1745940129

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან

„ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის...

ირაკლი კირცხალია